აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონელ კოლეგა ანდჟეი დუდასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მალე აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიის ცნობით, “ „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვუშვებთ გამონაკლისს პოლონეთისთვის. ახლა ვმუშაობთ სტრუქტურაზე. შეგიძლიათ აცნობოთ პოლონელ ხალხს და პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ში, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას აკეთებს. ეს გადაწყვეტილება მის გარდა ამ დრომდე არავინ მიიღო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დონალდ ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში ამერიკელი სამხედროების განთავსებას გეგმავს. მისი თქმით, ის სამხედროებს პოლონეთში ევროპის რომელიმე ქვეყნიდან გადაიყვანს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, დააფინანსოს სამხედროებისთვის განკუთვნილი ობიექტების მშენებლობა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter