საქართველო უელსთან 43-14 დამარცხდა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი გამართა და უელსთან 14:43 დამარცხდა.
უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს ქულა.
მეორე ტაიმი ბორჯღალოსნებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს და მეტოქის ჩათვლის მოდანზე ბურთის დამიწება ორჯერ მოახერხეს, თუმცა ამდენჯერვე დადო ლელო ჩვენმა მეტოქემ და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 43-14 დასრულდა ბრიტანელთა სასარგენლოდ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter