ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ადგენს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ადგენს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კანონი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.
დოკუმენტის თანახმად, უმაღლეს რადას პრეზიდენტის გადაყენების უფლება მხოლოდ მის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აქვს, მათ შორის სახელმწიფო ღალატის.
პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტმა უნდა მიმართოს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს, მათი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერს რადას სრული შემადგენლობის 75%-ზე მეტი.
იმპიჩმენტის შესახებ კანონი ვლადიმერ ზელენსკიმ რადაში ინაუგურაციიდან ცხრა დღის შემდეგ, 29 მაისს წარადგინა. კანონპროექტი უმაღლესმა რადამ 245 ხმით 226-ის წინააღმდეგ 10 სექტემბერს დაამტკიცა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter