დიმიტრი გაბუნია შეწყალების აქტთან დაკავშირებით დუმილს არღვევს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებების შემდეგ დუმილი დაარღია და მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მისთვის მიუღებელია, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.
ბუნებრივია, დავსვი კითხვები და ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო. ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვიღაცას ჰკითხო. შეწყალება არ არის ჩემთვის სტრუქტურულად არანაირი უფლებამოსილება. ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი. კურატორი არის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ვინც კონკრეტულად ამ სიებთან და შეწყალებასთან არის დაკავშირებული”, – თქვა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ მას პირადად პრეზიდენტისთვის არ უკითხავს, რადგანაც ეს მისი კომპეტენცია არ არის.
არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო, გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა და ვისი ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა.
“მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი… გეუბნებით გულწრფელად, ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება. ვის ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება, არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა. ეს ყველაფერი რომ დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ღმერთის და ადამიანების წინაშე, რომ ცამდე მართალი ვარ და საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას”, -აცხადებს გაბუნია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter