რე|ბანკის ფილიალი ზუგდიდში

ზუგდიდში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე–ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ქუჩა #54-ში შეძლებენ.
თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში – ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53 და ქუთაისში – აკაკი წერეთლის ქუჩა #5.
პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter