აშშ-ს ლიდერმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ს ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპის ქვეყნები
უკრაინისთვის საკმარის თანხას არ გამოყოფენ. ამ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტრამპსა და ზელენსკის შორის პირველი კავშირი 25 ივლისს შედგა. ამერიკის ლიდერმა,
ზელენსკის უკრაინის რადას არჩევნებში პარტია “ხალხის მსახურის” გამარჯვება
მიულოცა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში უამრავი პრობლემაა და დასძინა, რომ
ამერიკა მზადაა უკრაინის დაცვის საკითხებში დახმარებისთვისა და რეფორმების
პროგრამების მხარდაჭერისთვის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter