მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებები დაიწყო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.
გასაუბრება გვარის ანბანური თანმიმდევრობითაა დაგეგმილი. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, შესაძლებელია, დღეში ორი კანდიდატის მოსმენაც მოესწროს. როგორც კომიტეტში იუწყებიან, გასაუბრების დასრულების ვადა ჯერ უცნობია.
კანდიდატებს შეკითხვებს დაუსვამენ პარლამენტის წევრები,  კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და აკადამიური წრიდან მოწვეული ორი სპეციალისტი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter