რატომ ვთიშავთ ტელეფონებს თვითმფრინავით მგზავრობისას?

რა თქმა უნდა, თქვენს ტელეფონში, არის ისეთი ფუნქცია, როგორიცაა ფრენის
რეჟიმი. ეს ფუნქცია არ გაძლევთ სატელეფონო ზარების განხორციელების,
ტექსტური შეტყობინებების მიღების ან ინტერნეტის გამოყენების საშუალებას. თუ
გიფრენიათ, ალბათ მოგისმენიათ ფრაზა ტელეფონის გათიშვასთან, ან, სწორედ, ავია
რეჟიმს ჩართვასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს საკუთარი მიზეზები აქვს.
როდესაც ზარის მიღებას ან წამოწყებას ცდილობთ თქვენი მობილური ტელეფონი
კავშირგაბმულობის ყველაზე ახლო ანძას უკავშირდება. თეორიულად ამან, შესაძლოა,
თვითმფრინავის სისტემებზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. ეს განსაკუთრებით
შესამჩნევი, შესაძლოა, მაშინ იყოს, როდესაც 100 ან მეტი მგზავრის მობილური
სატელეფონო ანძებთან დაკავშირებას ერთდროულად ცდილობს.
ისიც უნდა ითქვას, რომ თუ 9 კილომეტრის სიმაღლეზე თქვენი ტელეფონის ქსელს
ჩართულს დატოვებთ, დიდი ალბათობით, არც არაფერი მოხდება.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავებში Wi-Fi უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება,
შესაბამისად, მალე, ფრენისას იმეილების შემოწმება და იუთუბის თვალიერება პრობლემა
აღარ იქნება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter