კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას გადასცდა

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
“გასული დღეღამის მონაცემებით, კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო მცირე, საშუალო და დიდი 70-მდე ღვინის მარანი. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები.
ღვინის ეროვნული სააგენტო ცნობით ახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა 100 ათას ტონას გადასცდა.უწყების ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 65 ათასი ტონა რქაწითელი, 28 ათასი ტონა – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter