„გავრილოს ღამიდან“ სამი თვის თვის თავზე, აქცია გაიმართა

20 ივნისის დარბევის ღამიდან ზუსტად სამი თვე გავიდა, ამასთან
დაკავშირებით „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა რუსთაველზე აქცია
გამართეს.
შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოება შს მინისტრის, გიორგი გახარიას,
გადადგომას ითხოვდა. პროტესტიდან ორი თვის შემდეგ, „ქართულმა
ოცნებამ“ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დააწინაურა. 
დღევანდელ აქციაზე მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“,
„ევროპული საქართველოსა“ და  მოძრაობა „ლელოს“ წევრები მივიდნენ.
ასევე სიტყვით გამოვიდა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა,
მალხაზ მაჩალიკაშვილი, მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღევანდელ დღეს ივანიშვილის გული ვერ გაუძლებს. მე უკვე არ მახსოვს
რამდენ დღეს ითვლის ეს ყველაფერი. ამასობაში სამი მთავრობა მაქვს
გამოცვლილი. სამი მთავრობა! ამ სამ მთავრობაში ვერც ერთი ადამიანი ვერ
ვნახე ვისაც ჰქონდეს ღირსება, კაცობა, ვაჟკაცობა რომ ეღიარებინათ რაც
ჩაიდინეს პანკისის ხეობაში. რა ტრაგედიაა დაატრიალეს
მაჩალიკაშვილების ოჯახში. დღესაც კი გრძელდება ეს უბედურება.
მართალია, დავიღალე, ამ უსამართლობით, ამ უთანასწორო ბრძოლით“, –
განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter