სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში გაიხსნა

სასტუმრო შერატონში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიების მთავარი თემაა ,,სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“.
150-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ორი დღის განმავლობაში სოფლის ტურიზმის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და დარგში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე 31-მდე მოხსენება/პრეზეტაცია ჩატარდება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter