გიორგი გახარია:მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს თუ საჭირო იქნება

ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ისევე, როგორც პრემიერმინისტრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა, ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.
„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობთ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. პრემიერის განცხადებით, თითოეულმა პოლიციელმა რომელმაც იმ ღამეს დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა საკუთარ სახელმწიფოს.

„გამოძიება გრძელდება და ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული იქნება დაკავებული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დაკავებული აქციაზე მოქალაქეების დაზიანებაში დამნაშავე პირები.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter