მეგან მარკლის დაბუნება სოციალურ ქსელში

მეგან მარკლი, ინგლისის პრინცესა, 2014 წლიდან უძღვებოდა ცნობილ ბლოგს,,THE TIG”.
როგორც თვითონ აღნიშნავს ,,ეს იყო ჰაბი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მოგზაურობა,
კულინარია, მუსიკა, სილამაზე და მოდა უყვარს”. პინცესა ბლოგს სამი წლის
განმავლობაში უძღვებოდა, თუმცა, რაც ჰარიზე იქორწინა ბლოგი დაიხურა და უამრავ
ფანს გული დასწყვიტა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭორი, თითქოს თითქოს მეგანი საიტის აღდგენას
აპირებს, რაც მისი ფანებისთვის იმედის მომცემი იყო. ჭორის მიზეზი მეგანის ბიზნეს
მენეჯერი ენდრიუ მეიერია, მან 13 სექტემბერს ამერიკის შეერტებულ შტატებს მიმართა
2021 წლამდე საიტის სახელისა და უფლების შენარჩუნებისთვის, თუმცა ის ინფორმაცია
რომ მეგანი საიტის რებრენდინგს აპირებს მეიერის განმარტებით სიცრუეა.
როგორც ჩანს, მეგანს სახელის შენარჩუნება სურს და არ უნდა მისი სავაჭრო ნიშანი
მისგან უნებართვოდ ვინმემ გამოიყენოს. ცხადია, რომ თუ მას ნამდვილი სამეფო
ოჯახის წევრობა სურს, სოციალური ემდია იქნება მეორეული მის ცხოვრებაში.
აღსანიშნია ისიც, რომ ,,the Tig” გარდა, Success-ის პრინცესა სხვა საიტსაც ფლობდა
,,tigtots”, რომელიც ასევე ცვლილების მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ პრინც ჰარისთან ქორწინების შემდეგ, მეგან მარკლი გაქრა, როგორც
ბლოგიდან, ასევე ყველა სოციალური ქსელიდანაც. თუმცა 15 სექტემბერს ის
ინსტაგრამს დაუბრუნდა და სასიყვარულო სტატუსით მეუღლეს დაბადების დღე
მულოცა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter