გიორგი გახარია -მკაცრად გაკონტროლებ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპს

პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება მკაცრად გაკონტროლდება.
გიორგი გახარიამ ბიუჯეტის დაგეგმვაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული და კაპიტალური ხარჯები, რა თქმა უნდა, გაიზრდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter