ზინედინ ზიდანის განცხადება „რეალის“ წაგებასთან დაკავშირებით

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პსჟ“-სა და „რეალს“ შორის თამაში
3 : 0 დასრულდა „პსჟ“-ს სასარგებლოდ. ამასთან დაკავშირებით, რეალის მწვრთნელმა
ზინედინ ზიდანმა უეფას საიტზე განაცხადა:
“ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, ეს კი პსჟ-სთან ამოცანის შესრულებაში
ყოველთვის გიშლის ხელს. პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მომენტები
შექმნეს, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. მაღელვებს ჩემი გუნდის ცუდი თამაში,
რომელიც არ იყო იმ დონისა, რასაც ტურნირი და ასეთი მეტოქე მოითხოვს.
პარიზელებმა ყველაფერში დაგვჯაბნეს. ყველაფერზე უფრო ეს მაღიზიანებს.
ვიცოდით, ჩვენზე ზეწოლას განახორციელებდნენ, მაგრამ ამისათვის საერთოდ არ
ვიყავით მზად.
როგორც წესი, ბევრ მომენტს ვქმნით. დღეს ორი გოლი გაგვიუქმეს, თუმცა
-0:01
ამის გათვალისწინებითაც მცირე შანსი გვქონდა. მოგება ყველას დამსახურებაა,
წაგებაშიც ყველაა დამნაშავე. ინტენსიურობა გვაკლდა”.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter