NDI-ვინ არის ყველაზე რეიტინგული მთავრობაში

NDI მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,პრემიერის,პრეზიდენტის,პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.
კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % „ძალიან კარგად“, 34 % „კარგად“, 37 % „საშუალოდ“, 10 %„ცუდად“ და 5 %„ძალიან ცუდად“ აფასებს.
ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1 % „ძალიან კარგად“, 12 % „კარგად“, 43 % „საშუალოდ“, 21 % „ცუდად“, 7 % „ძალიან ცუდად“.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად მოსახლეობის მხოლოდ 12% პროცენტი აფასებს. მოსახლეობის 40% პროცენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის საქმიანობა ცუდია, ხოლო 36% პროცენტი — საშუალო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ძალიან კარგად 1% აფასებს.
კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter