ქარიშხალი „უმბერტო“ მესამე კატეგორიამდე გაძლიერდა

არიშხალი „უმბერტო“ მესამე კატეგორიამდე გაძლიერდა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 51,4 მეტრ/წამს აღწევს. ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად ქარიშხალი ბერმუდის კუნძულებიდან 655 კილომეტრში მძვინვარებს.
გასულ კვირას „უმბერტოს“ შედეგად ბაჰამის კუნძულებზე ძლიერი წვიმა იყო. სტიქია ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალ „დორიანის“ შემდეგ დაატყდა თავს. „დორიანმა“ იქ 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 1300 ადამიანია დაკარგული, 15 ათასი კი თავშესაფარს, საკვებსა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter