სალომე ზურაბიშვილი – „ მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ეწყალებაზე
მორატორიუმი გამოაცხადა.
„ჩავთვალე, რომ საჭიროა, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით მივმართო
საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა
საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებებზე. მინდა, ვთქვა, რომ
შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება, არც
რევიზია რომელიმე სასამართლოსი, რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს
სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური
და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის
შეფასება გარემოებების, მოცემულობისა და შეფასება იმ ადამიანის მიერ,
რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, რომელიც არც გამორიცხავს შეცდომას
და არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმ
გარემოებებზე“,როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე.
მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება,
ამის მიხედვით განისაზღვრება. – განაცხადა საქართველოს პრეზიდნტმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter