ნეტფლიქსის ახალი სერიალი – ,,ცხოვრება დოკუმენტების გარეშე” აშშ-ში ემიგრანტების რთულ ყოფაზე გვიამბობს

,,ცხოვრება დოკუმენტების გარეშე” – ასე წოდება დოკუმენტურ სერიალს,
რომლსაც მალე „ნეტფლიქსზე“ ვიხილავთ. სერიალში ვნახავთ 8 ემიგრანტ ოჯახს,
რომლებიც ოფიციალური დოკუმენტის არარსებობის გამო ყოველდღიურად
რისკავენ შტატებში ყოფნით.
ფილმის პროდიუსერი აღნიშნავს, რომ ის 8 ოჯახი, რომელსაც სერიალში
ვიხილავთ, ყოველდღიურად რისკის ქვეშ არიან, ემალებიან საემიგრაციო
სამსახურს, რაც მათ დეპორტის საფრთხეს უქმნის. სერიალი, ემიგრანტების
რეალურ ყოფასა და ყოველდღიურობაზე გვესაუბრება. სერიალს ნეტფლიქსზე 2
ოქტომბერს ვიხილავთ.
ფილმის ოფიციალური თრეილერი 17 სექტემბერს გამოვიდა. სერიალის
პროდიუსერმა განაცხადა: ,,გადავწყვიტე ამ სერიალისთვის პროდიუსინგი
გამეწია, რადგან ვფიქრობ, რომ ბოლო წელბში სიტყვა ემიგრანტმა უარყოფითი
მნიშვნელობა შეიძინა. რეალურად ფილმის მიზანია სამყაროს ვაჩვენოთ ის
ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, რისკავენ და მამაცურად აჩვენებენ ამერიკაში
თავიანთ რთულ ცხოვრებას და საშუალებას გვაძლევენ ვნახოთ თუ რისის
გადატანა უწევთ მათ”.
დონალდ ტრამპი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იმიგრაციას მიიჩნევს
და ყველას, ვისაც შტატებში ცხოვრება, ან მუშაობა სურს უმძიმესი კონტროლეის
გაწევა მოუწევს. რადგან აშშ-ში ემიგრაციის მსურველები ძირითადად
მექსიკელები არიან, ტრამპმა, სახელმწიპოს საზღვარზე ბეტონის კედლის აშენება
გადაწყვიტა. ტრამპის აგრესიული რიტორიკა არაერთხელ გაუკრიტიკებიათ
ჰოლივუდში, თუმცა ლანძღვისა და კრიტიკის მიუხედავად ამერიკის ლიდერი
შეხედულებებს არ ცვლის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter