ბიონსე აფრიკული მუსიკის პოპულარიზებაზე ზრუნავს

„The Lion King: The Gift“, როგორც ირკვევა, ბიონსესთვის პერსონალურ
გართობაზე მეტია. კლიპი მომღერალმა 16 ივლის ატვირთა თავის იუთუბ არხზე
და მალევე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
მომღერალმა განაცხადა, რომ მისი ინსპირაციის წყარო დისნეის „მეფე ლომი“,
ამასთან ერთად კი მისი შვილებიც იყვნენ. როგორც ბიონსემ აღნიშნა, სწორედ
ბავშვებმა მისცეს მას ძალა, იმისთვის, რომ წარმატებით ემუშავა ამ პროექტზე,
თუმცა მისივე განმარტებით პროექტი მხოლოდ ბავშვებისთვის სიამოვნების
მინიჭება არ ემსახურება.
პროექტის მიზანი აფრიკული მუსიკის პოპულარიზება იყო, სწორედ ეს იყო
მიზეზი იმისა, რომ მომღერალმა აფრიკიდან მოიწვია მუსიკოსები,
პროდიუსერები და პოლიფონიის სპეციალისტები. ბიონსეს აზრით, აფრიკული
მუსიკის პოპულარიზებისთვის ამ პროექტით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter