გიგა ბოკერია მდინარაძეს“ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ

მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განმარტა, რომ სხდომათა დარბაზიდან გასვლა მედიაჩართვის გამო მოუწია.
„ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია – ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით,“ – მიმართა ბოკერიამ მდინარაძეს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter