იენს სტოლტენბერგი შეშფოთებული ვარტ აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციის გამო, – ამის შესახებ ერაყში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმდა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, და რეგიონის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.
მხარეებს მოვუწოდებთ, მომავალში მსგავსი თავდახმები თავიდან აიცილონ, ვინაიდან ასეთს ფაქტებს მთელი რეგიონისთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს. უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ესკალაციის რისკის გამო,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
გუშინ აშშ-მ სატელიტით გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც თავდასხმისგან მოყენებული ზიანია ასახული. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ამ ბრალდებას „უაზრო და გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო მოქმედება იყო.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter