NDI: გამოკითხულთა ნახევარის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როცა ვერ გადაიხადა კომუნალურები

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარს კომუნალური გადასახადების გადასახდელად თანხა არ ჰქონია.
კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48% პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51 % ამბობს, რომ – არა. მხოლოდ 1%-მა არ იცის პასუხი კითხვაზე.
მასთან, ბოლო კვლევაში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი უკმაყოფილება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ; მთავარი ეროვნული საკითხები ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბე; მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს; მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა; მოსახლეობის ნახევარის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter