NDI-ს კვლევები

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით
ვითარდება. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები
კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ
ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 34
%-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან
ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29 % ტერიტორიულ მთლიანობას, 22%
პენსიებს, 19% კი ხელფასებს ასახელებს.სულ  გამოიკითხა 2132
ადამიანი. კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა
ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური
გადასახადების დასაფარად, 48% პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51 %
ამბობს, რომ – არა. მხოლოდ 1%-მა არ იცის პასუხი კითხვაზე. კვლევის
ხელშემწყობი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter