ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის დღის წესრიგის მომზადება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდება.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter