ბათუმში საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი – „ბიაფი“ (Biaff) გაიხსნა.
ბათუმში საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი – „ბიაფი“ (Biaff) გაიხსნა.
გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე, ფრანგი მსახიობი დენის ლავანი და ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი პოლ შრედერი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციებზე, ტრადიციულად, 30-მდე ქვეყნიდან, ბიაფზე წელსაც აჩვენებენ საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს. საერთაშორისო ჟიური რჩეულებს გამოავლენს.
კონკურსზე 60-მდე ფილმი იქნება წარმოდგენილი. უცხოელი რეჟისორები მასტერკლასებს ჩაატარებენ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter