ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში” ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” სახელმწიფოს ახალი ინვესტორი წარუდგინა.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ამდღეებში მედიასთან გაკეთა განცხადებები,რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა.
ხაზარაძემ ღიად დაასახელა ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა. ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია მერიდიანი, საინვესტიციო ფონდი.“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროში “კომერსანტს“ დაუდასტურეს, რომ რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმოადგინა ანაკლიის პოტენციური მთავარი ინვესტორის კანდიდატურა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ამერიკული „კონტი ჯგუფი“.
“ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს“.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროცედურის მიხედვით მთავრობას აქვს 28 დღე ამ კომპანიის შესასწავლად და ამ ვადაში, უწყება კონსორციუმს დაუბრუნებს პასუხს რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობისთვის ეს კომპანია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter