დემნა გვასალია VETEMENTS-ს ტოვებს

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია თავის მიერ შექმნილ ბრენდს Vetements-ს ტოვებს.
“ვფიქრობ, შევასრულე ჩემი მისია”, – თქვა დემნა გვასალიამ ბრენდის დატოვებასთან დაკავშირებით.
“Vetements ყოველთვის იყო შემოქმედებითი აზროვნების შედეგი. ჩვენ საზღვრების გარღვევას მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე გავაგრძელებთ შემოქმედებისა და ნამდვილი ნიჭის მხარდაჭერას. მადლიერი ვართ დემნასი, რადგან მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ბრენდის ისტორიაში,”-აცხადებს გურამ გვასალია, რომელიც Vetements დამფუძნებელია.
თავად ქართველი დიზაინერი კი „ბალენსიაგაში“ რჩება და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარუდგენს საზოგადოებას.
დემნა გვასალიამ Vetements-ში 5 წელი იმუშავა და ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი მომხმარებლები ცნობილი ვარსკვლავები არიან.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter