დმანისმა მსოფლიოს ახალი საიდუმლო გაუმხილა

მეცნიერებმა დმანისში ევოლუციური საიდუმლოს შესაძლო გასაღებს მიაგნეს. პროექტი კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ესკე ვირსლევის, ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელმაც, მხარდაჭერა თსუ-ს პროფესორის დავით ლორთქიფანიძისა და ეროვნული მუზეუმის დირექტორისაგნ ჰპოვა.მეცნიერებმა დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია. ამ სიახლეს მეცნიერები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია“.
დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოში კი ამ ევოლუციურ საიდუმლოზე თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე საუბრობს: „ეს არის უდიდესი აღმოჩენა.
მინდა მივულოცო ყველას, ვინც მონაწილეობდა უნიკალურ კვლევაში წლების განავლობაში, 1980-იანი წლებიდან პროფესორ აბესალომ ვეკუათი დაწყებული, დღეს თსუ-ს პროფესორის დავით ლორთქიფანიძით დამთავრებული.
ეს არის ის აღმოჩენა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დაიბადა ახალი მეცნიერება – ახალი მიმართულება მეცნიერებაში მოლეკულარული პალეონტოლოგია

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter