რატომ დაიტოვა ხალვაშმა გვარამიას ახლო მეგობარი სამსახურში?

ნიკა გვარამიას ახლო მეგობარი, ნიკა ლომიძე, რუსთავი 2-ზე დარჩა. ვიდეოში, რომელსაც რუსთავი 2-ის თანამშრომელი აზიარებს სოციალურ ქსელში ნათლად ჩანს ლომიძე. ლომიძე ნიკა გვარამიას ახლო მეგობრად ითვლება, როგორც ეს არაერთხელ გაუცხადებია ორივეს სოც-ქსელით თუ სატელევიზიო ინტერვიუს მეშვეობით.
ნიკა ლომიძე 2006 წელს თაღლითობის მუხლით იყო დაკავებული. შემდეგ ის ქვეყნიდან წავიდა, თუმცა დაბრუნებიდან მალევე გვარამიას უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, არსებობს ეჭვი, რომ ლომიძის კუთვნილ სარეკლამო (სტუდია „ზებრა“) კომპანიაში ინტერესი, გვარამიასაც აქვს. თავის დროზე, გვარამიამ ნაცმოძრაობას გამოუცხადა, რომ საზოგადეობასთან ურთიერთობის გუნდი გაეთავისუფლებინა და მისთვის ჩაებარებინათ პარტიის PR. მას მერე სწორედ ლომიძის კომპანიით გადაუღეს ვიდეორგოლები ნაცმოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატს, რუსეთის ყოფილ მოქალაქეს, გრიგოლ ვაშაძესაც. თუმცა უცნობია, რამდენად ფლობს ინფორმაცის გვარამია, ან რეკლამის დამკვეთი – ნაცმოძრაობა, იმაზე, რომ რგოლების გადასაღებად ნიკა ლომიძემ ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილთან დაპირისპირებულ გოგა ხაინდრავასთან ითანამშრომლა.

2006 წელს, საქართველოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ, თაღლითობის ბრალდებით, ნიკა ლომიძე, მისი მეუღლე, თეა გობეჯიშვილი, მანანა ბურჭულაძე, მაია იოლჩიევი, ოლღა რიჟაკ-რცხილაძე და გიორგი ძულიაშვილი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები 2004–06 წლებში ქალთა კონსულტაციების მეშვეობით აგროვებდნენ 7–8 თვის ფეხმძიმე ქალბატონებს, რომლებიც ფიქტიურად აჰყავდათ სამსახურში, უნიშნავდნენ ძალიან მაღალ ხელფასებს, შემდეგ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და ამ გზით დეკრეტული შვებულებისთვის გამოყოფილ საკმაოდ დიდი ოდენობით თანხებს ითვისებდნენ. ფინანსური პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდი ერთ დეკრეტულ შვებულებაზე დაახლოებით 4000–7000 ლარამდე გამოყოფდა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter