გახარიას პირველი სამთავრობო სხდომა

გიორგი გახარიამ, პრემიერ-მინისტრის რანგში, მთავრობის სხდომა დღეს პირველად მოიწვია. მისი განმარტებით, სხდომა ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, დილის 10 საათზე.
„მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ღიაობა, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომაზე განსახილველი არ ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ჩვენს პირველ შეკრებას ნდობის გამოცხადების შემდეგ. გილოცავთ განსაკუთრებით მობრუნებულ ჩვენს მინისტრებს. შევუდგეთ მუშაობას. მედია, მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.“

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter