რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს გირაო შეეფარდა

კახა დამენიას , რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება ბრალი. მას გირაოდ 50 000 ლარი შეეფარდა. თვით დამენია თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს: „„ბუნებრივია, ბრალს აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან თითიდან გამოწოვილი თემაა და ამას ყველა ნახავს, როდესაც დაიწყება არსობრივი განხილვა. არ ვეთანხმები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ, ყველაზე მთავარი არგუმენტი – ბრალი წამიყენეს ისე, რომ არ ვიყავი საქართველოში, ვმკურნალობდი. შევწყვიტე მკურნალობა და ჩამოვედი. პროკურატურის არგუმენტია, რომ თეორიულად არსებობს საშიშროება მიმალვისა და პრაქტიკაში გვაქვს ის, რომ შევწყვიტე მკურნალობა. ასეთ დროს რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბუნებრივია, იქ არგუმენტაციაზე და ლოგიკურ აზროვნებაზე საუბარი ძნელია“. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter