დე-ფაქტო ხელისუფლება ხაშურის რაიონში ე.წ. საგუშაგოს ამონტაჟებს

ხაშურის მუნიციპალიეტეტის წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას რომ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიოტორიაზე , ერთი ე.წ. საგუშაგო დაასრულეს, ხოლო მეორეს კი ამონტაჟებენ. ამას გამოეხმაურა დავით ქაცარავაც : „ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართულებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული აქვთ და ოკუპირებული. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, ეს ხაშურის რაიონის ტერიტორიებია, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში”. ამდროინდელ ვითარებას კრიტიკულად აფასებენ, სიტუაციას ასევე ამწვავებს ხელუსუფლების მხრიდან სათანადო , მძლავრი ნაბიჯების გადაუდგმელობა. „ეს იმაზე ცუდი ვითარებაა, ვიდრე იყო გუგუტიანთკარში. იქ ასევე ჩამოდიოდნენ დიპლომატები, ადგილზე კი ჟურნალისტები მუშაობდნენ. აქ ასეთს ვერაფერს ვხედავთ.“- ა,ბობს ქაცარავა . სუსის პრესსამსახურის გავრცელებული უნფორმაციით კი პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter