მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ანაკლიაში წარარადგინა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებივ მოძრაობას ლელო ერქმევა. ამის შესახებ მან ანაკლიაში პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამა მოძრაობას ერქმევა „ლელო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მას სურს, იღ­ვა­წოს და საქ­მე გა­ა­კე­თოს ყვე­ლას­თვის, გა­მარ­ჯვე­ბა კი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ემიგ­რა­ცია და­ი­წყებს დაბ­რუ­ნე­ბას.
„შე­იძ­ლე­ბა, მად­ლო­ბაც კი ვუ­თხრა იმ შე­მო­ტე­ვე­ბის გამო ყვე­ლა იმ ჩი­ნოვ­ნიკს, იმ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­თაც ეს პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მნეს. რად­გან მე გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ. ეს აღარ მე­ხე­ბა მე, ეს ეხე­ბა უკვე თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და მე აღარ მინ­და, ამ ნა­პი­რის მხა­რეს ვიდ­გე, აღარ მინ­და, მერ­ქვას ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც ეს თქვენ­თან ერ­თად დიდი შრო­მის შე­დე­გად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.
ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან მისივე განცხადებით, ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი.მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter