რას მალავს მამუკა ხაზარაძე?

დაპირების მიუხედავად , ისევ უცნობია რა წერია ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნილი ე.წ. „გახარიას წერილის“ დასკვნაში. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის იურისტებმა არაერთხელ გააკეთეს მინიშნება, რომ დასკვნა, რომელსაც ლონდონიდან რამდენიმე თვეა ელოდებიან „ერთობ შთამბეჭდავია“, თუმცა ეპითეტი ისევ ეპითეტად დარჩა. საზოგადოებისთის უსევ უცნობია, თუ რა პასუხი დადო ექსპერტიზამ. უფრო მეტიც, ხაზარაძე-ჯაფარიძე , არც იმაზე პასუხობენ უკვე მართლა იყო თუ არა გიორგი გახარია შუამავალი მათსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. სწორედ ეს ინფორმაცია გაავრცელეს თავის დროზე ხაზარაძე-ჯაფარიძემ, რითაც პოლიტიკურ არენაზე შემოსვლა დააანონსეს და პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება დაიწყეს. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა , რომ ხაზარაძემ ბრალდება ივანიშვილი-გახარიას მიმართულებით იმიტომ გაავრცელა, რომ გადაეფარა ანაკლიის მმართველობაში არსებული პრობლემები, კერძოდ ფინანსების უშედეგოდ გახარჯვა და პროექტის ჩაშლის მაღალი ალბათობა. ჟურნალისტურ წრეებში კი , ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებას „ფანტომებზე ნადირობას“ უწოდებენ. სწორედ ასეთად მოიხსენიებს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter