ნათია თურნავას განცხადება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით

„უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და მხარდაჭერილი იყოს,“ – ამის საკთხზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა.
როგორც აღნიშვნით, სამინისტროში დიდი მოთმინებით ელოდებიან ანაკლიის პორტის პროექტში ჩართულ ინვესტორებს.
„არ შემიძლია არ შევეხო ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურას. საკონტეინერო გადაზიდვების ასეთი მაღალი ზრდა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა. ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე – ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და იყოს მხარდაჭერილი. დიდი მოთმინებით ველოდებით აქ ჩართულ ინვესტორებს“, – განაცხადა თურნავამ.
ასევე,მინისტრის განცხადებით, საკონტეინერო ტვირთებზე, იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37% -იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.
„საქართველო დღეს ნამდვილად ყალიბდება სატრანსპორტო რეგიონალურ ჰაბად. გაგრძელდება მუშაობა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელზე, ქსელში ქვეყნის სატრანზიტო სისტემების ინტეგრაციაზე. ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაახლოვებს. ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სატრანსიტო დერეფნის განვითარების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფროვნების პროექტს ვგეგმავთ. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურად ინფრასტრუქტურის არსებობას, არამედ მართვის ძალიან მაღალტექონოლოგიური მოდელის არსებობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი დერეფნის მიმზიდველობას“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter