ქუთაისში ელექტომობილების წარმოება ძალიან მალე დაიწყება

Aigroup-ი თავის პირველ ამოცანად საქართველოში მწვანე ეკონომიკის მდგრად განვითარებას მიიჩნევს.
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტირების ეტაპი სრულდება,ხოლო მშენებლობის დაწყება სექტემბრის ბოლოდან იგეგმება AiGroup, სულ მალე, სამუშაოების მეორე ეტაპზე გადავა.
ქუთაისის საწარმოში აწყობილი პირველი მანქანის გამოჩენა საქართველოს ბაზარზე 2020 წელიდან იგეგმება, უახლოეს წლებში კი კომპანია მიზნად ისახავს ქართული ელექტრომობილით წარდგეს ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე. სწორედ ამიტომ კომპანია პროექტში ითვალისწინებს ყველა იმ სტანდარტსა და რეგულაციას, რაც ევროკავშირის ბაზრის მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამება. 
დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ჩვენს ქვეყანაში ელექტრომობილების წარმოების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს.
ელექტრომობილების წარმოების პარალელურად Aigroup ავითარებს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა მზის პანელებით ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი და ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
კომპანია Aienergi საქართველოს მასშტაბით ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურას ქმნის. ამის გარეშე წარმოუდგენელია ელექტრომობილების ბაზრის გაფართოება. ელექტროგასამართი სადგურები დამონტაჟებულია თბილისსა და ბათუმში. ეტაპობრივად ერთვებიან სხვა დიდი ქალაქების ჩართვა ამ სქემაში. წლის ბოლომდე ამოქმედდება 300 ელექტროგასამართი სადგური, მეტად კომფორტულს კომფორტულს გახდის ელექტრომობილებით სარგებლობას.
ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული Aigrup-ის მიერ დაარსებული კიდევ ერთი კომპანია Aicar-ი, ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, რომელიც აპრილიდან წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში ხოლო აჭარაში აგვისტოდან შევიდა. უახლოეს მომავალში, ამ სერვისით ისარგებლებენ ქუთაისში, რუსთავსა და თელავშიც. „აიქარი“, სულ მალე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იფუნქციონირებს.
Aigroup-ის კიდევ ერთი კომპანია Aipower მზის პანელებით გეგმავს ელექტროენერგიის წარმოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი ელექტროსადგურის პროექტირება, რომელიც წლის ბოლომდე წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter