ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ტყვიის საწარმოს მშენებლობაზე საუბრობს

პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილი, ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა.
ღარიბაშვილის თქმით, მას ეს ინიციატივა მინისტრობისა და პრემიერერობის დროსაც ჰქონდა, რაც სამხედრო მრეწველობის განვითარების სურვილით იყო განპირობებული.
„ჩემი სურვილი, სამხედრო მრწველობის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, მე მოვიძიე ინფორმაცია და მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ასევე შსს და სხვები, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.
ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ პრემიერობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პოექტი, რაც მქონდა ეს იყო ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთთ დღეს და რა თქმა უნდა ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter