რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციანი სიის შესახებ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს : „მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ეს ანტისახელმწიფოებრივი მთავრობა, ხელისუფლების მიტაცების ბოლო წერტილი იქნება ამ 20 მოსამართლის დამტკიცება უზენაეს სასამართლოში“.
ის აკეთებს კომენტარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციანი სიის შესახებ.
„მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ეს ანტისახელმწიფოებრივი მთავრობა, ხელისუფლების მიტაცებისა და ძალაუფლების უზურპაციის ბოლო წერტილი იქნება ამ 20 მოსამართლის დამტკიცება უზენაეს სასამართლოში და იქნება სამარცხვინო ფაქტი, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაგვასვამენ ივანიშვილის პირად ადვოკატს, რომლიც დღეს არის მისი პირადი პროკურორი. ქვეყნის გენერალური პროკურორი, რომელიც სადამსჯელო ფუნქციებს ატარებს, არის ჯაათი და პოლიტიკურ რეპრესიებს ეწევა, გახდება საქართველოში მთავარი მოსამართლე. ეს უკიდურესად დამამცირებელია ერისთვის. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ხალხი მოუწყობს „სირცხვილის დერეფანს“. იმაზე უარესი სია მივიღეთ, რაც ამ რამდენიმე თვის წინ – იმ 10 მოსამართლიდან ხუთი ისევ სიაშია და ამ 5-ს დაემატა გაცილებით უარესი ადამიანები, რომლებიც გამორჩეულები არიან მხოლოდ პირადი ერთგულებით და რომლებიც გამოყენებულნი არიან ამ პერიოდში პოლიტიკური რეპრესიებისთვის. ეს სია საბოლოოდ ასამარებს საქართველოში სასამართლო სისტემას“, – აღნიშნავს რომანს გოცირიძე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter