გიორგი გახარია სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად რეზინის ტყვიების გამოყენებას ამართლებს

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარკვეულ პროცედურებს შეცვლიდა, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ რეზინის ტყვიებს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მოქალაქის ჯანმრთელობა დასაცავად ყოველთვის გამოუყენებს.
„დღევანდელი გადმოსახედიდან ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულ პროცედურებს შევცვლიდი. არის გარკვეული ინსტრუქციები სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებაზე, მაგრამ სრულად ვერ ამოვიღებდით (რეზინის ტყვიებს)“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტორიბის კანდიდატის, გიორგი გახარიას, კომენტარი ირმა ნადირაშვილის კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის რეზინის ტყვიებს სხვა შემთხვევაში,ასეთია:„ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქის ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდასხმისგან იქნება დასაცავი“.
ის აცხადებს : ბრძანება, რომ ადამიანებისთვის თავში დაემიზნებინათ არ გაცემულა. კითხვებზე, თვითნებობდნენ თუ არა სამართალდამცავები, გახარია პასუხობს, რომ ევროპული საქართველოს დეპუტატები ტყუიან.
ცნობისთვის, გახარიას მთავრობას საქართველოს პარლამენტში ევროპული საქართველოს ფრაქციის ფორმატში უსმენენ. 

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter