გამოცხადდა 55 პრეტენდენტი, რომელთაგანაც წლის სიმბოლურ ნაკრებს შეადგენენ

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა 55 ფეხბურთელი, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2019 წელს, FIFPro-ის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად.
FIFPro-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, სიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ინგლისის პრემიერლიგას – 21 ფეხბურთელი. ბოლო ცხრა წელიწადში პირველი ადგილი ჰქონდა ლა ლიგას, რომელსაც, ამჟამად, 20 ფეხბურთელი ჰყავს წარმოდგენილი.
ხმის მიცემაში მონაწილეობას იღებდა 23 ათასი პროფესიონალი ფეხბურთელი. თითოეული ირჩევდა ერთ მეკარეს, ოთხ მცველს, სამ ნახევარმცველსა და სამ ფორვარდს. წლის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობას გამოაცხადებე 23 სექტემბერს, მილანის “ლა სკალას” თეატრში ფიფას ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter