ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს

უკრაინული და ყაზახური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ყაზახური “ასტანას” მთავარი მწვრთნელი გახდეს.
KazFootball.kz-ის ცნობით, “ასტანას” ამჟამინდელი მწვრთნელი, უკრაინელი რომან გრიგორჩუკი თანამდებობას სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.

ხოლო ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე ეძებს მის შემცვლელს და მოლაპარაკებას ვლადიმირ ვაისთან აწარმოებს.
წყაროს ინფორმაციით, ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების პოსტი სანაკრებო პაუზის შემდეგ ან ზამთარში დატოვოს და სამუშაოდ ყაზახეთში გადაბარგდეს. უკრაინული საიტების ინფორმაციით კი, გრიგორჩუკი უკვე უკრაინაში იმყოფება. ის “ასტანაში” 2018 წლის ივნისში დაინიშნა და ეროვნული ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოუგო. რაც შეეხება ვაისს, შეგახსენებთ, რომ ის ერთი პერიოდი უკვე მუშაობდა ყაზახეთში, კერძოდ კი, 2012-15 წლებში ის “კაირათის” მთავარი მწვრთნელი იყო.
ვაისი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრების თავკაცია და კონტრაქტის ვადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2019 წლის ბოლომდე აქვს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter