საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 10-44 დამარცხდა

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა სარაგბო მატჩი საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდებს შორის.
თამაში სტუმრების აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე, ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად, ანგარიში 0-3 გახდა. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე, შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ.
ქართველი მორაგბეები მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ, მეტოქის ნახევარზე მოახერხეს თამაშის გადატანა და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს.
თუმცა, ანგარიში 32-ე წუთამდე შენარჩუნდა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის უფლება მიიღო და სოსო მატიაშვილმა ბორჯღალოსნებს პირველი სამი ქულა მოუტანა – 3-20.
მეორე ტაიმში, მატჩის 47-ე წუთზე, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა 58-ეზე უპასუხეს თავიანთი ლელოთი და ანგარიში 10-30 გახდა.
მატჩის ბოლო წუთები ბორჯღალოსნებმა შეტევაში გაატარეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს.საბოლოოდ 10-44 შოტლანდიის სასარგებლოდ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter