საქართველო ევროპაში ყველაზე შოვინისტური ქვეყნების რეიტინგში მე-2 ადგილზეა

ევროპის ქვეყნის მოსახლეობამ კითხვაზე: ფიქრობთ,რომ თქვენი კულტურა სხვა ერების კულტურაზე უფრო აღმატებულია? ძალიან განსხვავებული პასუხები გასცეს.
შოვინიზმის აკვნები
Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის 33 ქვეყნიდან 8-ში რესპონდენტების ორი მესამედს სჯერა, რომ მათი კულტურა სხვა ქვეყნებისაზე უპირატესია. ამ რვა ქვეყნიდან ყველა აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ესენია:
საბერძნეთი – 89%
საქართველო – 85%
სომხეთი – 84%
რუსეთი – 69%
ბულგარეთი – 69%
ბოსნია – 68%
რუმინეთი – 66%
სერბეთი – 65%
კულტურული შოვინიზმი ერთნაირად ძლიერია ბალკანეთის ქვეყნებში (ბოსნია, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი) და რუსეთში. კავკასიელი მეზობლები – საქართველო და სომხეთი ორივე 80%-ს საკმაოდაა გადაცდენილი, მაგრამ ვერავინ შეედრება საბერძნეთს, სადაც 10-დან 9 ადამიანი ფიქრობს, რომ მისი კულტურა სხვებზე უპირატესია.
კავშირი ეკონომიკურ მაჩვენებლებთან

ნავთობით მდიდარი ნორვეგია დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სიაში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა კულტურული აღმატებულობის გრძნობები აუცილებლად როდი უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რამდენადაც ევროპის უმდიდრეს და უღარიბეს ქვეყნებში ერთნაირი შედეგი აღინიშნება: შვეიცარიელებისა და მოლდოველების ზუსტად ნახევარი ფიქრობს, რომ განსაკუთრებული კულტურის წარმომადგენლები არიან.
ნორვეგია – 58%
ჩეხეთი – 55%
პოლონეთი – 55%
შვეიცარია – 50%
მოლდოვა – 50%
უფრო დასავლეთელი “შუა რიგები”
გამოკითხული ქვეყნების დიდი ნაწილის – 33-დან 13-ის – მაჩვენებლები 40 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. სიის ამ ქვედა ნაწილში ქვეყნების უმრავლესობა დასავლეთშია (8), ვიდრე აღმოსავლეთში (5) – თუ ცივი ომის დეფინიციებს გამოვიყენებთ.
ფინეთი – 49%
იტალია – 47%
ავსტრია – 47%
პორტუგალია – 47%
დიდი ბრიტანეთი – 46%
უნგრეთი – 46%
გერმანია – 45%
დანია – 44%
სლოვაკეთი – 44%
ხორვატია – 44%
ირლანდია – 42%
ბელორუსია – 42%
უკრაინა – 41%
დაბალი ინტენსივობის შოვინიზმი
აღსანიშნავია გეოგრაფიული თანამიმდევრობა შოვინიზმის მაჩვენებელი სიის ბოლოში, სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს შესამჩნევად დაბალი პროცენტები აქვთ, თავიანთ შოვინისტ მეზობლებთან შედარებით.
რეგიონი, რომელიც შოვინიზმის კიდევ ერთი დაბალი დონით გამოირჩევა – ნიდერლანდებიდან მოყოლებული, ბელგიისა და საფრანგეთის გავლით – ესპანეთია.
ლატვია – 38%
ლიეტუვა – 37%
საფრანგეთი – 36%
ნიდერლანდები – 31%
შვედეთი – 26%
ბელგია – 23%
ესტონეთი – 23%
ესპანეთი – 20%
ზოგჯერ მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბოლო ადგილზე მყოფი ესპანეთის მაჩვენებელი მეზობელი პორტუგალიისაზე ორჯერ ნაკლებია. უფრო დიდი სხვაობაა შვედეთსა და ბევრად შოვინისტ ნორვეგიას შორის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter