გარემოს დამცველებმა დიღმის ტყე-პარკში კარვები გაშალეს

დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე “ახალგაზრდა მწვანეებმა” კარვები გაშალეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პარკის ტერიტორიაზე შეყვანილია სპეციალური სამშენებლო ტექნიკა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება.
2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი განესაზღვრა.
დიღმის ტყე-პარკში კომპანია „ანაგი“ მრავალფუნქციური შენობის „ორანჟერეის“ აშენებას აპირებს.მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე კომპანია „ანაგს“ ამ ტერიტორიის ნაწილზე, თავის კუთვნილ ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება შეუძლია, რასაც გარემოს დამცველების გარდა, დიღმელებიც.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter