გვარამია „რუსთავი2“-ში დარჩენილებს მიმართავს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“ -ში დარჩენილებს მიმართავს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„რუსთავი2-ში მყოფებს: კარგი 7 წელი რო დედა მოვ@@@ი თქვენთვის, გკიდიათ, მარა სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ? არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)? ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?!“
ცნობისთვის, დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ნიკა გვარამიასა და ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას და ინტერმედიას ხელმძღვანელის მიმართაც გამოტანილია ბრალდების დადგენილება.
ნიკა გვარამია რუსთავი-2 ის გენერალური დირექტორი იყო 2013 წლიდან. 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, არხი დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს, რომელიც არხის დასაბრუნებლად, როგორც თავად ამბობს, 2014 წლიდან იბრძვის. გვარამია რუსთავი 2-იდან გაათავისუფლეს იმავე დღეებში და პოსტს ამჟამად პაატა სალია იკავებს. გვარამიამ კი ახალი არხი დააფუძნა სახელწოდებით “მთავარი არხი”. მაუწყებელმა ლიცენზია 7 სექტემბერს მიიღო.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter