უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელიც 15 მინისტრითა და პრემიერ-მინისტრის ორი მოადგილითაა წარმოდგენილი.
სააგენტო TASS -ის ინფორმაციით, მინისტრთა ახალ შემადგენლობას რადას 281 წევრმა დაუჭირა მხარი.
მათივე ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ეკოლოგიების სამინისტროები გაერთიანდნენ, ერთმანეთს შეეწყნენ ასევე ეკონოკისა და სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდობისა და სპორტისა და კულტურის, ვეტერანებისა და არაკონტროლირებადი ტერიტორიების სამინისტროები.
ახალ კაბინეტში პოსტებს შეინარჩუნებენ შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და ფინანსთა მინისტრი ოქსანა მაკაროვა.
ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობა დიმიტრი კულებამ დაიკავა, ციფრული ინფორმაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე კი მიხაილ ფედოროვი გახდა.
მინისტრების სხვა პოსტები კი ასე გადანაწილდა :
ტიმოფეი მილოვანოვი – ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ალექსეი ორჟელი – გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრი; ვლადისლავ კრიკლი – ინფრასტრუქტურის მინისტი; ალენა ბაბაკი – მოსახლეობისა და ტერიტორიების მინისტრი; ანა ნოვოსადი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ზორიანა სკალეცკაია – ჯანდაცვის მინისტრი; ვლადიმერ ბოროდიანსკი – კულტურის, ახალგაზრობისა და სპორტის მინისტრი; იულია სოკოლოვსკაია – სოციალური პოლიტიკის მინისტრი; ოქსანა კოლიადა – ვეტერანების საკითხებისა და არაკონტროლირებადი ტერიტორიების მინისტრი; დენის მალიუშკა – იუსტიციის მინისტრი.
უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო მინისტრის თანამდებობაზე ვადიმ პრისტაიკო, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ანდრეი ზაგორუდნიუკი დაამტკიცა.
უკრაინის უმაღლესი რადას მეცხრე მოწვევის შემადგენლობამ, რომელიც 21 ივლისს აირჩიეს, მუშაობა გუშინ დაიწყო. რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ალექსეი გონჩარუკი დაამტკიცა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter