დე-ფაქტო ხელისუფლების წამომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას დროს 30 აგვისტოს 6 საათამდე აძლევენ

ქართველი პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს მშენებლობა წამოიწყეს, რასაც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმები მოყვა.
ხაშურის რაიონის, სოფელ ჩორჩანას მახლობლად აგებული ხის კონსტრუქციის დასაშლელად დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ვადა 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცეს. ქართული მხარის განცხადებით, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არ განიხილება, ულტიმატუმების ენით საუბარი კი მიუღებელია.
30 აგვისტოს ჩორჩანას მახლობლად მდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, რომ მომდევნო კვირაში ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ადგილად კი კვლავ ერგნეთი დასახელდა. ადგილზე რჩება საგუშაგო.

დე-ფაქტო რეჟიმის მიერ წაყენებული ულტიმატუმის არშესრულებას გამოეხმაურნენ ცხინვალშიც. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის უფროსის მარინა კოტაევას განცხადებით : „ “საზღვარს” ცხინვალისა და მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე რუსეთის ფედერაცია იცავს და ქართველი სამხედროების ნებისმიერი აგრესიული ქმედება განხილული იქნება როგორც თავდასხმა რუს სამხედროებზე.”
მან ისაუბრა იმაზეც, რომ ქართული საგუშაგოს გამოჩენამ და კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შიშმა პანიკა გამოიწვია. კოტაევამ თქვა, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, ომის მოლოდინი არ არსებობს. “არანაირი ომი არ იქნება, საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება. გამორიცხულია. დღევანდელ საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოცნება არსებობს, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს”- თქვა დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა. მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს რუსული მედიაც.
ჩორჩანა პატარა სოფელია, ოკუპაციის თანმხლები სირთულეების გამო აქ პრობლემაა გზა, სასმელი და საწყავი წყალი, ინფრასტრუქტურა.

2019 წლის დასაწყისში 
ჩორჩანაში ადგილობრივებმა ტყეში ხეებზე ყვითელი ნიშნულები იპოვეს. მათი აზრით, ეს ყვითელი ნიშნულები ამ ადგილებში საზღვრის გავლებას მიანიშნებდა. 2019 წლის თებერვალში რადიო თავისუფლების განცხადებით მონიშნული ტერიტორიის მიღმა ექცეოდა ჩორჩანას ტალკის საბადო და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი -2”. მაშინ უკვე საუბრობდენენ იმაზეც, რომ ჩორჩანაში გზის მოწესრიგების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდებოდა და გზებზე პატრულირება დაიწყებოდა. 2019 წლის მაისში ჩორჩანასა და ატოცის თავზე რუსულმა ვერტმფრენმაც გადაიფრინა.
“მათ ჰქონდათ კითხვები, ჩვენი არგუმენტებით გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების, რომლებიც ამ საგუშაგოზე არიან , უსაფრთხოების დაცვაა და მეტი არაფერი. კითხები ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა იყოს ბლოკსაგუშაგო ამ ლოკაციაზე განთავსებული, ვერ მოვისმინე. ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილას და ჩვენი ბიჭები გააგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას” –
განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემ.
„ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილას და ჩვენი ბიჭები გააგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას“- ამბობს ვლადიმერ ბოცვაძე.
“ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო პოზიციაზე ვერ შევჯერდით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა პოსტის განთავსება, რათა სოფლის მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს” – თქვა ბიბილოვმა. საგარეო საქმეთა მინისტრი კი მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. “ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები, ყველა ძალიან დეტალურად არის ინფორმირებული, მათი მხრიდანაც არის შესაბამისი მექანიზმები ამოქმედებული, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად, დეესკალაცია აუცილებელია.” – თქვა დავით ზალკანიანმა 30 აგვისტოს. ამავე დღეს მან სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 
ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყებენ ქართველი პოლიციელები ჩორჩანასთან აშენებული საგუშაგოს გამოყენებას და რა რაოდენობის ძალები განთავსდება ამ ტერიტორიაზე.
საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არაფერი განუცხადებით.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter