აკაკი ხოშტარიას სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მდებარე აკაკი ხოშტარიას სასახლის ბარელიეფის ჩამოხსნის ფაქტზე გამოძიება 259²-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე 2017 წელს აღიძრა და გამოკითხულები არიან საქმესთან კავშირში მყოფი პირებიც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის თანამშრომლებმა ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ შს სამინისტროს 2015 წელს აცნობეს და შესაბამისი განცხადებით მიმართეს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მათ საქმის შემდგომი მსვლელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია როგორც ეპარქიის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ. მეუფე პეტრეს იქ არა საკუთარი რეზიდენციის, არამედ, აკაკი ხოშტარიას მემორიალური მუზეუმის მოწყობა სურს. არსებობს შეთანხმება, რომ სამომავლოდ, როცა იქნება შესაძლებლობა ეს იდეა ბოლომდე განხორციელდეს, ჩვენთან შეჯერდება კონცეფცია, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტი და სხვა. ამ ეტაპზე იქ არანაირი სამუშაოები არ
ჭყონდიდის ეპარქიაში ასევე კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუჯუნაში მდებარე აკაკი ხოშტარიას სასახლეს მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. რაც შეეხება შეცვლილ ბარელიეფს სასახლის წინა ფასადზე, სასულიერო პირი ამბობს, რომ “განთავსებული ეშმაკის ფიგურა დაზიანებული და ჩამოცვენის პირას იყო. როგორც კაჭარავა გვიყვება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მის ნაცვლად წმინდა გიორგის ბარელიეფი ჩაესვათ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter