„ფორსაჟის“ გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყება

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჰოლივუდური ბლოგბასტერის „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოში (თბილისში) 19 აგვისტოს დაიწყება.
გადაღებებისთვის ძირითადი ლოკაციები თბილისსა და რუსთავში უკვე შერჩეულია. „ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია.
საქართველოში გადაღებების ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარია და ეს პროექტი „გადაიღე საქართველოშის“ ისტორიაში უპრეცედონტოა.
ფილმის გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter